19 აპრილი 2024,   22:51
ვრცლად
მამა შალვა კეკელიამ „მოაბა ყური" და დააბრალა მეუფე იოანე გამრეკელს - ლადო წითლიძე ფარულ ჩანაწერზე საუბრობს

თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, ლადო წითლიძე, სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტების მიერ გასაჯაროებული ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ არჩევანის ეთერში საუბრობს.

სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა ლექტორის, მამა შალვა კეკელიასა და სტუდენტების შეხვედრიდან ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვეს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სემინარიის ლექტორი, მამა შალვა კეკელია, აჯანყებულ სტუდენტებთან საუბრის პირდაპირ ასახელებს ბუნტის უკან მდგარ სინოდის ერთ-ერთ წევრს, მღვდელმთავარ იოანე გამრეკელს.

ლადო წითლიძე აღნიშნავს, რომ მათ მეუფე იოანე და მეუფე იაკობი საქმის კურსში ჩააყენეს.

„ეს იყო ყველაფერი, რასაც შემდეგ მამა შალვა კეკელიამ „მოაბა ყური" და დააბრალა მეუფეს, რომ, თითქოს, მეუფე იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი და ვიმართებოდით მეუფისგან,“ - განაცხადა წითლიძემ.

ლადო წითლიძის თქმით, იოანე გამრეკელი საპატრიარქოში ამ პროტესტის მომწიფების დროს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

„მივედით, ველაპარაკეთ, ავუხსენით სასწავლებელში არსებული მძიმე მდგომარეობა, ყველა ის პრეტენზია, რაც გვქონდა ადმინისტრაციის მიმართ, პროტოპრესვიტერის მიმართ და ჩავაყენეთ საქმის კურსში. გვითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, გაითვალისწინებდა ჩვენს პოზიციას და რისით შეეძლო დაგვეხმარებოდა,“ - განაცხადა ლადო წითლიძემ. 

დღის ამბები