24 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
წარმოუდგენელი ცილისწამება - სასულიერო აკადემიის და სემინარიის სამეცნიერო საბჭო ყოფილი სტუდენტების ბრალდებებს პასუხობს

„ეს არის წარმოუდგენელი ცილისწამება,“ - ამ განცხადებით სასულიერო აკადემიის და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრები სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტების ბრალდებებს პასუხობენ.

სემინარიის ყოფილი სტუდენტები აცხადებენ, რომ სასულიერო სემინარიაში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ისინი გიორგი ზვიადაძის ბრალეულობაზე საუბრობენ.

წერილის ავტორები ყოფილ სტუდენტებს აღნიშნული ბრალდებების გამო აკრიტიკებენ.

„სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული ამ კამპანიაში არ უნდათ დანახვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წინსვლისა, იმ დიდი ძალისხმევისა, რომელსაც ეწევა რექტორი, სამეცნიერო საბჭო და პედაგოგიური კოლექტივი სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის,“ - აღნიშნულია სასულიერო აკადემიის და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წერილში.

წერილში აღნიშნულია, რომ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს არა მხოლოდ გიორგი ზვიადაძის, არამედ მთლიანად სამეცნიერო საბჭოს მიმართ და ამით შეურაცხყოფილები არიან.

„ეს არის ბრალდება სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობის შესახებ, ხსენებული ჯგუფი ამ ბრალდებას უდებს რექტორის, პროტოპრესვიტერის გიორგი ზვიადაძის მიერ სასწავლებლის, თითქოსდა, ავტორიტარული მმართველობის წესს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის წარმოუდგენელი ცილისწამება,“ - აღნიშნულია წერილში.

დღის ამბები