22 მაისი 2018,   19:27
ვრცლად
ვინც ჩამოგვშორდა, ის სადღაც, უფსკრულში გაუჩინარდა - მიხეილ სააკაშვილი

„ვინც ჩამოგვშორდა, ის სადღაც, უფსკრულში გაუჩინარდა,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გაფართოვდეს.

ნაციონალური მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა, რომელიც ვერ მოისყიდეს. რაც ივანიშვილმა რესურსები დახარჯა შანტაჟზე, გახლეჩვაზე, შავ პიარზე, რას მიაღწია? ვინც ჩამოგვშორდა, ის სადღაც, უფსკრულში გაუჩინარდა, როგორც მოსალოდნელი იყო და ვაფრთხილებდი, არავის უყვარს მოღალატე და განდგომილი, მით უმეტეს გაყიდული. ვინც დარჩა, ათასგვარი წნეხის ქვეშ არის, მაგრამ ამის გარდა უნდა გავფართოვდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ პრაიმერისი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის მიერ ოპოზიციის გაერთიანებაზე გაკეთებულ კომენტარზე პოლიტიკოსის შეფასებასს გამოეხმაურა. 

„რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, იმ ადამიანს, ვინც ხმა ამოიღო, ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამია. მე არ მიხსენებია, რახან თავისი თავი დაწვეს, ვთქვათ პირდაპირ. რანაირად მოხდა, რომ რაც ჩემი ლანძღვა დაიწყეს, თბილისის ვიცემერი დააბრუნეს საქართველოში. მშვენივრად დააბრუნეს, გაქცეული იყო. ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი მშვენივრად დააბრუნეს საქართველოში და მაგრად აკეთებს ბიზნესს. უცებ ამ პატარა ჯგუფს ბევრი ფული გაუჩნდა. რანაირად ხდება, თუ ამაში ივანიშვილი არ არის ჩართული,“ - განაცხადა სააკაშვილმა.  

დღის ამბები