20 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გამგზავრება 8 ათასი ევრო დაჯდა - ვინ გადაიხადა მგზავრობის საფასური უცნობია

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან, პოლონური ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავით, ჩარტერული რეისით გაფრინდა და მგზავრობა 8 ათას ევრო დაჯდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ, თუ ვინ გადაიხადა ძვირადღირებული ჩარტერული რეისის საფასური. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უწყებას ავიარეისის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. თუ რა პროცედურების საფუძველზე მოხდა ძვირადღირებული ავიარეისის დანიშვნა, რომლითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაცია მოხდა, ამას უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი იკვლევს.

დღის ამბები