18 აპრილი 2024,   23:11
ვრცლად
სააკაშვილი უკრაინის ე.წ. პრეზიდენტმა პოროშენკომ ამორალურად გააძევა უკრაინიდან - აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთან

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან დეპორტაცია და მის წინააღმდეგ მიმდიანრე ქმედებები გააპროტესტეს. მოქალაქეთა ჯგუფი დიპლომატიურ უწყებასთან დღის ბოლოს შეიკრიბა. მათი განმარტებით, ეს აქცია არ არის უკრაინის წინააღმდეგ და პროტესტი მხოლოდ პრეზიდენტ პოროშენკოსა და მისი გარემოცვის წევრებს ეხებათ. მსგავსი საპროტესტო აქციები მიმდიანრეობს უკრაინის სხვადსხვა ქალაქებშიც.

„ვაპროტესტებთ იმას რომ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ე.წ. პრეზიდენტმა პოროშენკომ აბსოლუტურად ამორალურად და ყოვლად გაუმართლებლად ჯერ მოიტაცეს და მერე გააძევა უკრაინის ტერიტორიიდან,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მაია ორჯონიკიძე.

 

დღის ამბები