25 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
კანონპროექტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით - პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობისთვის ემზადებიან

პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოსა და მის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნების განხილვას იწყებს. საკითხი დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე გადის. ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ამ თემაზე მსჯელობისთვის მზად არის უმრავლესობა. 

„განსაკუთრებით სარეკლამო ნაწილთან დაკავშირებით თუკი მოხდება შეთანხმება ჩვენს კოლეგებთან ერთად, რომ  აღნიშნული შეიძლება იყოს გადახედილი, ბუნებრივია მე მხარს დავუჭერ ჩვენი კოლეგების საერთო გადაწყვეტილებას. ჩვენ გვქონდა შესაბამისი საფუძვლები რომ მიგვეღო ეს კანონპროექტი და მე პირადად მჯერა რომ თუნდაც სარეკლამო ნაწილში ცვლილებები არ გამოიწვევდა მნიშვნელოვან ცვლილებას სხვა მაუწყებლებისთვის,“ - აცხადებს მარიამ ჯაში.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ვეტოს დაძლევა-არდაძლევა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტში პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტორი.

ეხლა ვნახავთ თუ რამდენად პრინციპულია ეს ხალხი და კვლავ იქნება საკუთარ პოზიციაზე თუ პრეზიდენტის ჯინაზე, თუმცა ზემოდან დავალებით დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს, ანუ გზას გაუხსნის ამ კანონს მისაღებად. არის თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანი,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

კანონპროექტის აბსურდულობაზე საუბრობენ "ევროპულ საქართველოშიც."

„ეს არის სრულიად აბსურდული მოთხოვნა და ძალიან მძიმეა როდესაც ამას მხარს უჭერს უმრავლესობა. ყველაფერი უდნა გაკეთდეს იმისთვის რომ ეს კანონი არ გავიდეს,“-აცხადებს სერგო რატიანი.

საკომიტეტო განხილვები პარლამენტში კვირის ბოლომდე გაგრძელდება - ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებული კენჭისყრა კი უკვე მომავალ კვირას შედგება.

 

დღის ამბები