25 აპრილი 2024,   10:22
ვრცლად
გორის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია უტარდება

გორის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მძიმე დაზიანებებით, უგონო მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა გამვლელებმა შენიშნეს. მათ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახამრების ბრიგადაც გამოიძახეს. დაშავებულის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია - გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ წუთებში მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფომრაციით, მამაკაცს ორი ჭრილობა აქვს. დანაშაული სავარიუდოდ ცივი იარაღით არის ჩადენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძება განზრახ მკვლელობის მცდელობით მუხლით მიმდინარებს.

დღის ამბები