22 მაისი 2018,   19:23
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა და ფულის გატაცება - კიევში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

შეიარაღებულ თავდასხმებსა და 300 ათასი დოლარის გატაცების ბრალდებით კიევში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია ყაჩაღურ თავდასხმებზე, რომლებიც კიევში გასულ წელს მოხდა. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები, კავშირგაბმულობის საშუალებები და ავტომობილების სანომრე ნიშნები ამოიღეს.

დაკავებულთა ვინაობა ამ დრმდე არ სახელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-დან 15 წლამდე პატიმრობა ელით.

დღის ამბები