19 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
რეფორმების აუცილებლობა სუს-ში - არასამთავრობოები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

სამოქალაქო სექტორი სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის აუცილებლობაზე, სუს-ის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებსა და უწყების არასრულფასოვან მონიტორინგზე საუბრობს.

ამ თემაზე EMC-ის ოფისში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის სამუშაო შეხვედრა იმართება. რეკომენდაციები მოგვიანებით დეპუტატებსაც გადაეცემათ.

"სუს-ი იძიებს ყველა სახის კორუფციულ დანაშაულს, აქვს ანალიტიკური და სამართალდაცვითო ფუნქცია, აქვს იზოლატორი, ეს ყველაფერი წარმოადგენს იმის
დიდ რისკს, რომ ძალაუფლება იქნება ბოროტად გამოყენებული და გადაჭარბებული. ასევე დიდი პრობლემას წარმოადგენს სუს-ში ზედამხედველობა, რომელიც პარლამენტის მიერ არასრულფასოვნად ხორლციელდება,“- ამბობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია.

რეფორმის გატარებასა და გაგრძელებას ითხოვს EMC-იც. ორგანიზაციას საკუთარი რეკომენდაციები აქვს.

"2015 წელს, როცა რეფორმა ჩატარდა, იყო გაცხადებული რომ ამ ორი სამსახურის გაყოფა იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი რეფორმის გზაზე და უნდა გრძელებულიყო ინსტუტიციური რეფორმები უსაფრთხოების სამსახურში. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები,“- ამბობს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული.

დღის ამბები