18 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
დაუყოვნებლივ გათავისუფლდება ყველა, ვინც მეტროსადგურ "ვარკეთილის" სატენდერო პროცესში იყო ჩართული - კალაძე

თბილისის მერის მოთხოვნით, თანამდებობიდან გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც ჩართული იყო მეტროსადგურ "ვარკეთილის“  რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ სატენდერო პროცედურებში. ეს დავალება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს მისცა.

კალაძის განცხადებით, ხარვეზები იყო, როგორც საპროექტო სამუშაოების შესყიდვაში, ასევე სამუშაოების წარმოების პროცესშიც.

"საპროექტო სამუშაოების მიღება - ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც მოთხოვნილი იყო ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა მანამდე მინდა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა კობახიძეს დავავალო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში," - განაცხადა კალაძემ.

მამუკა კობახიძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ის დაადგენს, თუ კონკრეტულად რა ხარვეზების გამო მოხდა მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევა. 

დღის ამბები