22 მაისი 2018,   19:21
ვრცლად
წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი ჩაცხრილეს

შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში - 4 გასროლით ნოდარ ვარძელაშვილი დღეს გამთენიისას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან ჩაცხრილეს. დაჭრილი ალადაშვილის სახელობის კლნიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. 

„კურიერის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც სროლა მოჰყვა.

ნოდარ ვარძელაშვილის ნათესავები ამბობენ, რომ გარემოვაჭრე ვარძელაშვილს, რომელიც დილით ხილ-ბოსტნეულის შესაძენად მიდიოდა, პირი დახვდა, რომელმაც ფული მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ესროლა. 

"კურიერის" ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.  

დღის ამბები