19 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
ვორონცოვზე დაჭრილი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ვორონცოვზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან 4 გასროლით ჩაცხრილული მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ნოდარ ვარძელაშვილი ალადაშვილის სახელობის კლნიკაში იმყოფება, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმის განცხადებით, დაჭრილი კვლავ უმძიმეს მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

"შემოყვანილია მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობით. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. აღმოჩნდა, ღვიძლის დაზიანება მოგლეჯა მარჯვენა ნაწილის, წვრილნაწლავის დაზიანება. ოპერაციის შემდეგ პაციენტი მძიმე მდგომაროებაში განაგრძობს მკუნალობას. ჯერ-ჯერობით სტაბილური არ არის ავადმყოფი, მძიმე მდგომარეობაშია, რეანიმაციაში იმყოფება“-განაცხადა ქირურგმა შალვა გიუაშვილმა.

შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში გამთენიისას მოხდა. თავდამსხმელი მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც ჯერ ჩხუბი, შემდეგ კი სროლა მოჰყვა.

ნოდარ ვარძელაშვილის ნათესავები ამბობენ, რომ გარემოვაჭრეს, რომელიც დილით ხილ-ბოსტნეულის შესაძენად მიდიოდა, უცნობი პირი დახვდა, რომელმაც ფული მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ესროლა.

სავარაუდო თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები