25 აპრილი 2024,   00:39
ვრცლად
ყელგამოჭრილი პატიმარი გლდანის ციხეში - სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით პატიმარმა 10 თებერვალს საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა და ის მომხდარიდან მალევე კლინიკაში გადაიყვანეს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი სამართებლის პირით მიიყენა. უწყების ინფორმაციით, ასეთივე მცდელობა პატიმარს სამჯერ ჰქონდა, სამივე ფაქტზე მოხდა მისი გამოკითხვა და დადგინდა, რომ თვითდაზიანებები მსჯავრდებულმა სულიერი აშლილობის ნიადაგზე მიიყენა. უწყების ინფორმაციით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით მსჯავრდებულის პირად საქმეში ჩანაწერები არსებობს.

"ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩ.ნ. ექიმ-ფსიქიატრის რეკომენდაციის საფუძველზე, 5-ჯერ იყო გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით. ბოლოს, 2017 წლის აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ასევე, ჩ.ნ. 2016 წლიდან ჩართული იყო სუიციდის პრევენციის პროგრამაში. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს,""-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები