19 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
ყელგამოჭრილი პატიმრის მდგომარეობა მძიმეა

გლდანის მე-8 დაწესებულებაში საკანში ნაპოვნი ყელგამოჭრილი პაციენტის, ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის მდგომარეობა მძიმე რჩება.

როგორც ექიმი აცხადებს, ჩოფიკაშვილს საძილე არტერია და შიდა საუღლე ვენა აქვს გადაჭრილი. ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ამ სახის დაზიანებები უმეტეს შემთხვევაში სწრაფი ლეტალური შედეგით სრულდება, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პაციენტი დროულად შემოუყვანეს.

"დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძარღვები. კერძოდ, საერთო საძილე არტერია და შიგნითა საუღლე ვენა. ეს ის სისხლძარღვებია, რომლის დაზიანების შემთხვევაში ზოგჯერ რამდენიმე ათეულ წამში ან რამდენიმე ათეულ წუთში, შეიძლება, სასიკვდილო შედეგი დადგეს. როგორც ჩანს, ოპერატიულად და ადეკვატურად იყო მიღებული ქმედებები, ვინაიდან, ცოცხალი მოიყვანეს ჩვენს კლინიკამდე პაციენტი, მაგრამ დაზიანება მასშტაბური და ცუდია,“-განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

დღის ამბები