19 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
ბათუმში ერთდროულად სამი ბინა გაქურდეს

ბათუმში, ”მაგნოლიას” კორპუსში 3 ბინა გაქურდეს. ამავე კორპუსში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბინების მეპატრონეები ბათუმში არ იმყოფებოდნენ.


ბინიდან, სავარაუდოდ, საყოფაცხოვებო ნივთებია გატანილი, მათ შორის ტელევიზორები.
სამარალდამცავები ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისათვის დამნაშავეები დაკავებულები არ არიან.

დღის ამბები