24 აპრილი 2024,   05:56
ვრცლად
"გვაქვს შესაბამისი მექანიზმები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში აქტიურდება" - ხულორდავა ოკუპანტების მიერ გატაცებულ ბესტაევზე საუბრობს

რუსი ოკუპანტების მხრიდან გენადი ბესტაევის დაკავებას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. თამარ ხულორდავას განცხადებით, ქართული მხარე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაუყონებლივ მოახდენს რეაგირებას.

"ჩვენ გვაქვს შესაბამისი მექანიზმები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში აქტიურდება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად ამ საკითხს წერტილი დაესვას,“-განაცხადა ხულორდავამ.

გავრცელებული ინფორმაციით 50 წლის გენადი ბესტაევი ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში იმყოფება. მას დეფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა კვლავ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო შეუფარდა.

დღის ამბები