კოდორის ხეობის ყოფილი გამგებელი ნორა კვიციანი მოსამართელე დავით კეკენაძის უვადოდ დანიშვნის შესაძლებლობას აპროტესებს. მისი შეფასებით, მოსამართელს, რომელმაც მას პატიმრობა უკანონოდ შეუფარდა, არ აქვს უფლება უვადოდ მოითხოვოს გამწესება.
ნორა კვიციანი ამ საკითხით დაინტერესებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ანა დოლიძეს სთხოვს.
"მე რაც გამოვიარე ეს არის ენით გამოუთქმელი. ეს მოსამართლეა დღეს უვადოდ რომ ინიშნება, ეს არის უსამართლო მოსამართლე. მაგის მუშაობა არ უნდა გაგრძელდეს“- აცხადებს კვიციანი.
ანა დოლიძის თქმით, მაშინ როდესაც საუბარია სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებაზე, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებულად საყურადღებოა.
"ქალბატონმა ნორამ საჯაროდ დააფიქსირა ის შეუსაბამობა, მან შვიდი წელი გაატარა უკანონო პატიმრობაში, ის დღეს გამართლებულია. ამ დროს ის მოსამართლე, რომელმაც ის უკანონოდ გაასამართლა ითხოვს, უვადოდ დანიშვნას. ბუნებრივია, ჩემთვის, როგორც საბჭოს წევრისთვის მსგავსი შემთხვევები ძალიან საყურადღებოა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მცდელობაში,“-აცხადებს დოლიძე.