ნატო ევროპაში სამხედრო კონტიგენტს კვლავ ზრდის. საუბარია, ბალტიის რეგიონსა და პოლონეთზე, სადაც ქვედანაყოფების რაოდენობა გაიზრდება.
დეტალებს ალიანსის თავდაცვის მინისტერიალზე განიხილავენ, რომელიც ბრიუსელში იმართება. შეხვედრის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ალიანსი მიესალმება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპის გარდა კონტიგენტის გაზრდას ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებთანაც ითვალისწინებს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ ერაყში ნატოს საწვრთნელი მისიის გაფართოების საკითხზეც. ამ წინადადებით მოკავშირეებს შეერთებულმა შტატებმა მიმართა. ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად ნატო ამერიკასა და გერმანიაში ორი ახალი სამეთაურო ცენტრის გახსნას აპირებს.