18 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
არანაირი ქარვის შემძენი არ იქნებოდა, ეს გამოიყენა, რომ კომუნიკაციაში შესულიყო - დოდო გუგეშაშვილის მეგობარი

დოდო გუგეშაშვილის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული ჩვენებიდან ცნობილი გახდა, რომ სავარაუდო დამნაშავეს მხედრიონის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერთან პირველი კომუნიკაცია რამდენიმე თვის წინ ჰქონდა.

როგორც ცნობილია, პირი, რომელსაც სამართალდამცავები ეძებენ, დოდო გუგეშაშვილს უკრაინაში გარკვეული სახის ბიზნესის დაწყებას სთხოვდა და ამ მიზნით თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი მის ყოფილ თანამებრძოლს, დავით შონიას დაუკავშირდა და აღნიშნულ ბიზნესთან დაკავშირებით ისაუბრეს.

დოდო გუგეშაშვილის მეგობარს, სამსონ ბრეგვაძეს ამ კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა ის აცხადებს, რომ სავარაუდო მკვლელს არ სურდა ბიზნესი და ის მკვლელობას გეგმავდა.  

„დათო შონია პირადად მას არ დალაპარაკებია. დათო შონია უკრაინაში ცხოვრობს, მას უთხრა, მაღაზიაში იყიდება ჩვეულებრივ ქარვის ქვები. დახმარება უბრალოდ, რომ უკრაინაში არიან ახლობლები, უკრაინაში ომია და საშიშროებაა, რომ იქ ვიღაცამ, რაღაც არ წაართვას. არანაირი ქარვის შემძენი არ იქნებოდა, ეს უბრალოდ გამოიყენა იმისთვის, რომ კომუნიკაციაში შესულიყო,“- განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ. 

დოდო გუგეშაშვილი ისევ ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი შვილის პანაშვიდს დაესწრო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები