25 აპრილი 2024,   15:15
ვრცლად
ბურჭულაძის საქმე - ფონდ ,,იავნანას" შემოქმედებით ჯგუფი დაკითხვაზე დაიბარეს

პაატა ბურჭულაძის საქმეზე ფონდ ,,იავნანას“ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები მოწმის სახის დაკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს.

პროკურატურას აინტერესებს როგორ იხარჯებოდა თანხა და შემოწირულობები ფონდ "იავნანაში". 

ფონდ ,,იავნანას“ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ და ჩვენების მისაცემად სასამართლოში აპირებენ წასვლას, სადაც მათ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ.

საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” მუსიკალური პროექტების მენეჯერი თვლის, რომ ის, რაც ,,იავნანას“ გარშემო ხდება ფარსია. მისი თქმით, დამანგრეველია ქვეყნისთვის, როდესაც საქველმოქმედო ფონდების მიმართ ასეთი უნდობლობა გაჩნდა.

,,გამიკვირდა, როდესაც ზარი მქონდა პროკურატურიდან და მეც ერთ-ერთი ის ადამიანი აღმოვჩნდი, ვინც უნდა დაკითხულიყო. ჩვენ სიამაყის გარდა სხვა გრძნობა არ გვაქვს, რომ ,,იავნანასთან“ ერთად წლების მანძილზე სიკეთეს ვაკეთებდით და ამით მხოლოდ ვამაყობთ.

ბუნებრივია, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. სიამოვნებით მივალთ და მივცემთ ჩვენებას. გვინდა, რაც შეიძლება მალე აეხადოს ფარდა ამ ფარსს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სიბინძურეა“-ამბობს ნინო ნახუცრიშვილი.

,,ჩვენი მიზანია, მხოლოდ ერთი, რომ მოხდეს მეტი ჩართულობა და ღიაობა ამ საქმეში, რადგან ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და იმაში, რომ არავის არაფერი ზედმეტი, იმის იქით რაც ასაღები იყო არ აურია და არც ზედმეტი არაფერში გადაუხდია, მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე იყო ყველა ხარჯი გაწეული“- ამბობს  ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.

საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” მთავარი რეჟისორი გია კიკია კი აცხადებს, რომ ის არ ითანამშრომლებდა ,,იავნანასთან“ და არც ამ დრომდე გააგრძელებდა თანამშრომლობას, თუკი ჩათვლიდა, რომ იქ რაიმე სახის დანაშაული ხდებოდა.  

დღის ამბები