20 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
შესაძლოა, პრეზიდენტის შენიშვნები ვერ იქნას გაზიარებული, მაგრამ არც ვეტო დაიძლიოს და სტატუსკვო დარჩეს - ფიქრია ჩიხრაძე მაუწყებლის შესახებ კანონზე 

"შესაძლოა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ვერ იქნას გაზიარებული, მაგრამ არც ვეტო დაიძლიოს და სტატუსკვო დარჩეს, ეს ყველასთვის მისაღებია,“- ეს განცხადება, პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ მაუწყებლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ პრეზიდენტის ვეტოს შესახებ გადაწყვეტილება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ვერ მიიღო.

„თუ არსებობს ალბათობა იმისა, რომ მოტივირებული შენიშვნები იქნას გაზიარებული, ხომ კარგი, ცხადია, ამით ყველა მოიგებს, მაგრამ ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ პარლამენტში არის აზრთა სხვადასხვაობა და შესაძლოა, ეს შენიშვნები ვერ იქნას გაზიარებული, მაგრამ არც ვეტო დაიძლიოს ცვლილებამდელი კანონი, რომელიც მანამდე იყო მოქმედებაში და დღესაც არის, ეს ყველასთვის მისაღებია,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები