16 ოქტომბერი 2018,   17:12
ვრცლად
„ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს“ - აუდიტორია 115-ის წევრების აქცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, აუდიტორია 115-ის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომების არ არსებობას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში 1209 მუშა დაიღუპა.

"აუდიტორია 115"-ის წევრებს ტრანსფარანტები აქვთ წარწერით - „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს". 

აქციის მონაწილეები,  მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მისვლასაც გეგმავენ. 

მათი თქმით, აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდებიან, რომლებისთვისაც ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.

 

დღის ამბები