20 აპრილი 2024,   14:06
ვრცლად
„აუდიტორია 115-ის“ წევრების აქციაზე, საპატრულო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა 

„აუდიტორია 115-ის“ წევრების აქციაზე, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობდა, მცირე დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, რის შემდეგაც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

სწორედ ამან გამოიწვია აქციის მონაწილეების გაღიზიანება და სამართალდამცველებსა და მათ შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები სამუშაო ადგილებზე შესაბამისი უსაფრთხოების ზომების არ არსებობას აპროტესტებდნენ.

აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაიწყო. "აუდიტორია 115"-ის წევრებს ტრანსფარანტები აქვთ წარწერით - „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს".

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში 1209 მუშა დაიღუპა.

„თუ ეს აქცია არ გამოიღებს შედეგს, იქნება ორჯერ-სამჯერ უფრო ამაზე დიდი აქცია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახების ტრაგედია, ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია, როცა 1209 ადამიანი ჩვენს გვერდით ან იღუპება ან სახიჩრდება. ეს მკვლელობები ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”მედიის თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ ლაშა მესხმა.

აქცია, პარლამენტის ამ დროისთვის დასრულებულია. ისინი ხვალ, პარლამენტთან კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, თუმცა უკვე შენობის მეორე მხრიდან, სადაც მათი ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა უნდა გაიმართოს.

დღის ამბები