19 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
ყელგამოჭრილი პატიმარი - ოჯახი ფიქრობს, რომ საშიში დაზიანებები მსჯავრდებულს თავად არ მიუყენებია

გამთენიისას, საკანში ნაპოვნი ყელგამოჭრილი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. პატიმარი ამ მდგომარეობაში გამთენიისას საკუთარმა თანამესაკნემ ნახა. 

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი ციხიდან საავადმყოფოში მომხდარიდან მალევე გადაიყვანეს. ოჯახი ფიქრობს, რომ ყელზე სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მსჯავრდებულს თავად არ მიუყენებია.

მსჯავრდებული კრიტიკულ მდგომარეობაში ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციაში წევს. ექიმის შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ციხის მერვე დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს ქალაქის მთავარი პროკურატურა იძიებს.

ოჯახისა და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ამ დრომდე გამოძიებამ ვერ ნახა ნივთი, რომლითაც ჩოფიკაშვილმა საძილე არტერია დაიზიანა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადების მიხედვით კი, ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი 2016 წლიდან სუიციდის პრევენციის პროგრამაში იყო ჩართული და მისი მხრიდან თვითდაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი სასჯელს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იხდის. მისჯილი შვიდი წლიდან მას მოსახდელი 3 წელი დარჩა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები