19 აგვისტო 2018,   06:20
ვრცლად
საფრთხე რუსეთიდან და პროგნოზი, რომ "ქართული ოცნება“ ოპოზიციას შეავიწროებს - აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიში გამოქვეყნდა

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური საკუთრ დასკვნაში საქართველოს პროდასავლური პერსპექტივის ორ მთავარ დაბრკოლებაზე საუბრობს - კრემლის საოკუპაციო პოლიტიკა, მათ შორის მთავარია, მაგრამ სპეციალურ დოკუმენტში ასევე საუბარია მმართველი პარტიის მისწრაფებაზე, შეზღუდოს ოპოზიცია და გააფართოვოს საკუთრი ძალაუფლება სახელმწიფო ინსტიტუტების ხარჯზე.

ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელმა 2018 წლის საფრთხეების ანალიზზე საუბრისას, რუსეთი ყველაზე ხშირად ახსენა. დენიელ კოუტსმა ამერიკის შეერთებული შტატების დაზღვევის ოფისის ოფიციალური ანგარიში სენატის კომიტეტს წარუდგინა. ამ დოკუმენტში საქართველოც მოხვდა ორი აქცენტით, რომ რუსეთი 2018 წელს საქართველოსთვისაც მთავარი საფრთხეა და პროგნოზი, რომ "ქართული ოცნება“ ოპოზიციას შეავიწროებს.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი ვაშაძის აზრით, გარე საფრთხე რუსეთი, შიდა კი მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციის შევიწროების პროგნოზი "ქართული ოცნებისთვის“ საგანგაშო სიგნალია.

უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ გლობალური საფრთხეების ანალიზის დოკუმენტში ამერიკის დაზვერვა ზუსტად აღწერს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრით, ამერიკის დაზვერვის ანგარიშ აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სუსტია რუსეთიდან მომავალის საფრთხეების წინაშე, პარალელურად კი მცდელობა, რომ კუთხეში მიამწყვდიოს ოპოზიცია, სახელმწიფოს კიდევ უფრო ასუსტებს.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასების მიხედვით მოსალოდნელია, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში 2018 წელსაც ჩაერევა, მთავარ საფრთხედ კი კიბერთავდასხმები რჩება. 

 

დღის ამბები