20 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერას უცხადებს

ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერას უცხადებს და კორუფციის შესახებ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. კოალიციური მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ პრემიერის პოლიტიკურმა ოპონენტებმა მისი ჩამოშორების მიზნით, კამპანია ორი წლის წინ დაიწყეს და ამისთვის უღირს ზომებსაც მიმართავენ.

ახლა მთავარმა საგამოძიებო უწყებამ პოლიციის რეკომენდაცია უნდა შეისწავლოს, რომელიც 14 თვიან გამოძიებას ეყრდნობა.

გამოძიებას მიაჩნია, რომ პროკურატურას ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ბრალის წარდგენა ოფიციალურად შეუძლია. საქმე ორ ეპიზოდს ეხება - ბიზნესმენებისგან ძვირადღირებული საჩუქრების მიღება და ერთ-ერთ გავლენიან გამოცემასთან გარიგება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

დღის ამბები