20 აპრილი 2024,   00:18
ვრცლად
სროლა პარკლენდის სკოლაში - თავდამსხმელს რამდენიმე საათში გაასამართლებენ

ფლორიდელი თავდამსხმელი საპატიმროში გადაიყვანეს. უახლოეს საათებში 19 წლის ნიკოლას კრუზი სასამართლოს წინაშე წარდგება. გამოძიება თავდასხმის მოტივს ამ დრომდე ვერ ასახელებს.

ნიკოლას კრუზის მიერ მოწყობის თავდასხმას პარკლენდის საჯარო სკოლაში 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიკოლას კრუზი გაკვეთილების მსვლელობის დროს შეიჭრა სასწავლებელში. პანიკის გამოწვევის მიზნით მან სახანძრო განგაშის სიგნალი ჩართო, შემდეგ კი დერეფანში გამოსული მოსწავლეებისა და პედაგოგების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

სროლის შემდეგ კრუზმა შენობა სხვა მოსწავლეებთან ერთად დატოვა. პოლიციამ ის მომხდარიდან ერთ საათში მეზობელ დასახლებაში დააკავა.

ცნობილია, რომ ნიკოლას კრუზი სკოლიდან ცუდი ყოფაქცევისთვის გარიცხეს. ყოფილი თანაკლასელები აცხადებენ, რომ ის მშვიდი, მაგრამ უცნაური იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები