25 აპრილი 2024,   12:40
ვრცლად
ქარვის ბიზნესი დოდო გუგეშაშვილის შემდეგ, უკრაინიდან გამოძევებული ქართველის საქმეში გამოჩნდა

უკრაინაში ქარვის ბიზნესი დოდო გუგეშაშვილის შემდეგ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის საქმეში გამოჩნდა. უკრაინელი სამართალდამცველების მტკიცებით, ძვირფასი ქვის მაფიის ერთ-ერთი მფარველი დღეს გამთენიისას კიევიდან თბილისში გამოაძევეს. უკრაინის ძალოვანი უწყების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, უგრეხელიძე კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც უკრაინული საბადოებიდან ქარვის უკანონოდ მოპოვების საქმეზე უკვე მეორედ დააკავეს.

კიევში ამტკიცებენ, რომ უგრეხელიძე ე.წ. კანონიერი ქურდია, თუმცა საქართველოში მან შემოსვლა მაინც უპრობლემოდ შეძლო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრომ უგრეხელიძე კრიმინალური ავტორიტეტების სიაში ვერ იპოვა.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებული მხედრიონის ყოფილ მეთაურს უკრაინაში მოპოვებული ქარვის აეროპორტამდე უსაფრთხო ტრანსპორტირებაში დახმარებას სთხოვდა.

პაპუნა უგრეხელიძე უკრაინაში პირველად 2016 წელს დააკავეს, როდესაც ქვეყნის ნაციონალურ პოლიციას ხატია დეკანოიძე ხელმძღვანელობდა. უკრაინის ყოფილი მთავარი პოლიციელი აცხადებს, რომ უგრეხელიძე რუს კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად ქარვის უკანონო მოპოვების მაფიის წევრი იყო. მაშინ უგრეხელიძე უკრაინიდან გაადეპორტეს. უკრაინიდან გაძევების შემდეგ პაპუნა უგრეხელიძე უკან 2017 წელს დაბრუნდა.

 

 

დღის ამბები