19 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
პარკლენდის სკოლაში დაგეგმილი თავდასხმის შესახებ FBI-ის ინფორმაცია ჰქონდა

ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის სკოლაში დაგეგმილი თავდასხმის შესახებ FBI-ის ინფორმაცია ჰქონდა. მუქარის განცხადება 19 წლის ნიკოლას კრუზმა ინტერნეტით ერთი წლის წინ გაავრცელა, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ მასწავლებლებსაც აცნობა.

გაირკვა ისიც, რომ თავდამსხმელს სკოლის ტერიტორიაზე ჩანთით შესვლაც ეკრძალებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ მან ყოფილ სასწავლებელში იარაღის შეტანაც შეძლო.

ნიკოლას კრუზმა პარკლენდის საჯარო სკოლაში 17 ადამიანი მოკლა. პანიკის გამოწვევის მიზნით მან სახანძრო განგაშის სიგნალი ჩართო, შემდეგ კი დერეფანში გამოსული მოსწავლეებისა და პედაგოგების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. პოლიციამ ის მომხდარიდან ერთ საათში მეზობელ დასახლებაში დააკავა. ცნობილია, რომ კრუზი სკოლიდან ცუდი ყოფაქცევისთვის გარიცხეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები