18 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
სათამაშოების ყოველწლიურ ექსპოზიცია ქალაქ ნიურნბერგში - გამოფენაზე პირველად ქართული ნაწარმი პირველად გამოჩნდა 

ქალაქ ნიურნბერგში გამართულ სათამაშოების ყოველწლიურ ექსპოზიციაზე ქართული ნაწარმი პირველად გამოჩნდა. 

"კოდალამ” და კიდევ ორმა ქართულმა კომპანიამ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დიდ სათამაშოების გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.

ერთ კვირიან საერთაშორისო და ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, რომელსაც 70 წლიანი ისტორია აქვს, სამმა ქართულმა საწარმომ, სათამაშოები 73 ათასზე მეტი სტუმრისათვის გამოფინა.

უცხოელ კოლეგებს ყველაზე მეტად ქართული ასაწყობი და საგანმანათლებლო სათამაშოები მოეწონათ. ქალაქ ნიუნბერგში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე ქართული სათამაშოების ხარისხითაც დაინტერესდნენ.

ღონისძიებაზე საქართველოს კუთხე ”აწარმოე საქართველოს” ორგანიზებით დაიდგა.

დღის ამბები