25 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
მაჩალიკაშვილების სახლში დამოუკიდებელი ექსპერტი ბალისტიკურ ექსპერტიზას ჩაატარებს

პანკისში, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს დამოუკიდებელი ექსპერტი ჩავა. ექსპერტი, ადვოკატთან და გამომძიებლებთან ერთად განმეორებით ბალისტიკურ ექსპერტიზას ჩაატარებს.

ექსპერტები სწორედ იმ ოთახს დაათვალიერებენ და შეისწავლიან, სადაც 19 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს.

ამ დრომდე, გამოძიების ფარგლებში ოთახი ექსპერტებმა რამდენჯერმე შეისწავლეს და გარკვეული მტკიცებულებები მოიპოვეს, თუმცა ოჯახის მოთხოვნით, საგამოძიებო პროცესში ორი დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული.

დამოუკიდებელი ექსპერტის ზაზა ალთუნაშვილის განცხადებით, ის შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ ყოფილა და წარმოდგენა მხოლოდ შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო კადრებით აქვს.

,,მანძილის ცნება, მანძილი და არა ახლო მანძილი პროფესიონალებისთვის უფრო ნათელია, დიდი მანძილებზე არ არის საუბარი, აქ საუბარია 120 სანტიმეტრზე და ზემოთ, თუ ახლო მანძილი განისაზღვრება დაზიანებიდან გამომდინარე - ეს იქნება შესწავლილი.

ტყვიის ფრაგმენტებია ამოღებული, ამიტომ ტრაექტორია, თავისთავად ჩაატარა პროკურატურამ ვნახოთ, შესაბამისობაში როგორ იქნება ჩვენს მიერ გაკეთებულ დასკვნასთან პროკურატურის დასკვნა“- განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.

პროკურატურის წარმომადგენლები 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის ფარგლებში  რამდენიმე ადგილობრივის დაკითხვასაც გეგმავენ.

დღის ამბები