19 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
"საზოგადოებრივ მაუწყებელში იმ ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი გვიზის"-კუპრაშვილი კობახიძეს პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრალდებებს რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს.

ნათია კუპრაშვილის თქმით, როცა კობახიძე პოლიტიკურ შტურმზე საუბრობს არ უნდა დაავიწყდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მმართველი წინა ხელისუფლების დროს გუბერნატორი იყო და არ აინტერესებდა რა ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში.

 "ცოტათი უცნაურია ვინ ახორციელებს ამ პოლიტიკურ შტურმს?-ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე იმ პერიოდში, როცა გართულდა მართვა ამ ქვეყანაში არ ადუნებდნენ კრიტიკას და ძალიან სწორად ასრულებდა თავის მედიაფუნქციას იმ ხელისუფლების გასაკონტროლებლად, რომელიც მაშინ იყო მმართველობაში და დღეს ჩვენ მმართველად საზოგადოებრივ მაუწყებელში სწორედ იმ ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი გვიზის მაშინ გუბერნატორის პოზიციაზე იყო და მაშინ მასაც არ აწუხებდა საზოგადოებრივ მაუწყებელში რა ხდებოდა,“- აცხადებს ნათია კუპრაშვილი.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე კი აცხადებს, რომ ისინი ახალს არაფერს ითხოვენ. მისი თქმით,  მედიის გამოცდილება ადასტურებს, რომ ,,ეს არის სწორი გზა“. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები