24 აპრილი 2024,   00:07
ვრცლად
"ნუ მართავ წარმოდგენას, შენი ადგილი არის ცირკში“-შელაპარაკება ხაბეიშვილსა და შაქარაშვილს შორის

თბილისის საკრებულო დედაქალაქის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის კენჭისყრისთვის ემზადება. სხდომა, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

დაპირისპირება გუდიაშვილი მოედნის რეაბილიტაციის საკითხს მოჰყვა. ოპოზიცია დაინტერესდა რატომ არის წინასწარ პროექტისთვის თანხა განსაზღვრული მაშინ როდესაც თავად თბილისი მერი ამბობს, რომ ჯერ კონკრეტული კომპანია რომელიც სამუშაოებს განახორციელებს შერჩეული არ არის.

გარდა ამისა „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან დღეს განცხადებები გაკეთდა იმ გამგებლებზე, რომელთა წინააღდეგ პარტიის წარმომადგენლის თქმით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

„კითხვას ვსვამ, უმრავლესობის წევრებმა როდესაც დაამტკიცეთ დედაქალაქის მთავრობა მოიკითხეთ თუ არა  როგორც ყოფილი კრიმინალები ამ შემთხვევაში ნასამართლევი ადამიანები ასევე გაქვთ თუ არა ინფორმაცია მოქმედ გამგებელზე, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით პრემიერს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე 50 მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით სადაც მითითებულია რომ პროექტი უნდა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე.

მის ამ განცხადებას საპასუხო რეაქცია მოჰყვა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. ვახტანგ შაქარაშვილმა ხაბეიშვილი ტყუილში დაადანაშაულა.

„ნუ მართავ წარმოდგენას, შენი ადგილი არის ცირკში“-მიმართა შაქარაშვილმა ხაბეიშვილს.

კითხვები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარეს გიორგი გაბაშვილსაც აქვს. ის პროექტის დეტალებით დაინტერესდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვებს. არსებობს თუ არა პროექტი, რა პროექტითაც სამუშაოები უნდა დაიწყოს. რა პროექტია? მოხდება თუ არა ამ პროექტის პრეზენტირება საზოგადოების წინაშე არსებობს თუ არა უკვე შერჩეული კომპანია,“-განაცხადა გოკა გაბაშვილმა. 

დღის ამბები