12 დეკემბერი 2018,   21:47
ვრცლად
მცირე მეწარმედ ჩაითვლება პირი, რომელსაც შემოსავალი 500,000 ლარი ექნება-ბახტაძე

მცირე და საშუალო ბიზნესზე საგადასახადო შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმედ ჩაითვლება პირი, რომელსაც შემოსავალი 500,000 ლარი ექნება. მეწარმეებისთვის მცირდება ბრუნვის გადასახადი და ის 1%-ი იქნება. ახალი საგადასახადო რეჟიმი 120 ათასამდე მეწარმეს შეეხება და 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში.

"მცირე მეწარმის სტატუსს მიიღებს ყველა ადამიანი, რომლის შემოსავალი არ აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. დღეს ეს ზღვარი არის 100 ათასი ლარი და ჩვენ 5-ჯერ ვზრდით. ჩვენ ხუთჯერ ვამცირებთ გადასახადებს ჩვენი მეწარმეებისთვის“- განაცხადა ბახტაძე.

დღის ამბები