21 სექტემბერი 2018,   20:45
ვრცლად
წითელას ეპიდაფეთქება საქართველოში-სპეციალისტები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

წითელას ეპიდემია საქართველოში-ინფექციის ეპიდაფეთქებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს.

წითელას ეპიდაფეთქება ქვეყანაში იანვრის შემდეგ დაფიქსირდა. საქართველოს მასშტაბით ბოლო თვენახევარში ინფექციის 300-მდე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული პაციენტების დიდი ნაწილი თბილისსა და ბათუმში ფიქსირდება თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ ინფექცია სხვა რეგიონებშიც გავრცელდეს.

წითელათი ინფიცირების რისკ ჯგუფში 40 წლამდე ყველა მოქალაქე შედის, ვისაც ინფექციის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვს. მისი გართულება ფილტვების ანთებას, პლევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

წითელა განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის. უწყება მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

წითელას ეპიდემიის ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი ბოლოს 5 წლის წინ დაფიქსირდა. მაშინ ქვეყანაში 9000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 4 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები