20 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
"TV პირველის" ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებენ

ხელისუფლება „TV პირველის“ დამფუძნებლისგან კომპანიის წილის დათმობას და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა - ეს განცხადება დღეს „TV პირველის“ წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მედიაორგანიზაციების კონფერენციაზე გააკეთა.

ჟურნალისტმა შეხვედრის მონაწილეებს უამბო, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკით უკმაყოფილოა და რამდენიმე დღის წინ ზეწოლის მცდელობაც იყო თუმცა, პრობლემა მალევე მოგვარდა.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ჟურნალისტებისგან მეტი დეტალის გასაჯაროვებას ითხოვდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დღევანდელი კონფერენციის ყველა მონაწილე თანხმდება, რომ ხელისუფლებას კრიტიკული მედია არ მოსწონს. ფინანსური წნეხი ერთ-ერთია, რომელსაც მარეგულირებელი კომისიის ხელით, მთავრობა კონკრეტული ტელეკომპანიების წინააღმდეგ ახორციელებს.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ კიდევ ერთი ბერკეტი, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იყენებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონია.

მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ტელეკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მედიაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, აუცილებელია, საკითხებზე მსჯელობა ფართო ფორმატში, რაც შეიძლება ხშირად მოხდეს.

დღევანდელ კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თუმცა, შეხვედრას არავინ დასწრებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები