19 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
"რუსეთი ახდენს ბირთვული შესაძლებლობების მოდერნიზებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია"-სტოლტენბერგი

მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე პოლიტიკოსები ექსპერტები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და აგრესიაზე საუბრობენ. კონფერენციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსეთი ფედერაცია იყენებს სხვადასხვა საშუალებებს რათა ჩაერიოს აშშ-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკაში. აქცენტები გაკეთდა რუსეთის ქმედებაზე საქართველოსთან მიმართებაში სადაც აღინიშნა, რომ რუსეთი ცდილობს შეაფერხოს საქართველოს ევროინტეგრაცია.

რა სტრატეგია აქვს აშშ-ს და ევროკავშირს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ამაზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა.

„ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ისეთი საშუალებების გამოყენებაზე როგორიც სტრატეგიული კომუნიკაციებია, რადგან არამხოლოდ საქართველოში, არამედ ლატვიაში, უკრაინასა და მოლდოვაში ვხედავთ მასშტაბურ პროპაგანდას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების შეხედულებებზე გავლენის მოსახდენად. ლატვიაშიც დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნებში ჩარევაც და პროპაგანდისტული კამპანიებიც გაიზრდება. იგივე ეხება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. სტრატეგიული კომუნიკაციები აძლიერებს კიბერუსაფრთხოებას. ახლა ვიმყოფებოდი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც განვიხილეთ რა უნდა გაკეთეს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ასპირანტი ქვეყნის მიმართ. საჭიროა სათანადო კანონების მიღებაც. სოციალური ქსელებიც აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. ტვიტერი და ფეისბუქი არ კონტროლდება ისე როგორც მედია. ამიტომ ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ,“-განაცხდა ედგარს რინკევიჩიმ.

სიტყვით გამოსვლისას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა ხაზგასმით აღინშნა, რომ ნატო მზად არის საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ნებისმიერ დროს მიიღოს საჭირო ზომები. იენს სტოლტენბერგის განცხადებით რუსეთი ახდენს ახალი ბირთვული შესაძლებლობები მოდერნიზებას, რაც შემაშფოთებელია.

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ახდენს ბირთვული შესაძლებლობების მოდერნიზებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია,"-განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი რასმუსენი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან თავის დასაცავად საუკეთესო რაც საქართველომ შეიძლება გააკეთოს ეს რეფორმების გაგრძელებაა. 

დღის ამბები