24 სექტემბერი 2018,   03:03
ვრცლად
იტალიის დედაქალაქში გრუნტი ჩაინგრა და გზაზე მიმავალი მანქანებიც ჩაიტანა

იტალიის დედაქალაქში გრუნტი ჩაინგრა და გზაზე მიმავალი მანქანებიც ჩაიტანა. შემთხვევა რომის გარეუბანში, ბალდუინას დასახლებაში მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, წარმოქმნილი ორმო იმდენად დიდი ზომისაა, რომ უსაფრთხოების მიზნით, შენობებიდან მოსახლეობა გაიყვანეს.

გზასთან ახლოს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა და არ გამორიცხავენ, რომ გრუნტი სწორედ ამის გამო ჩავარდა.

პოლიციამ სამშენებლო კომპანიის ორი წარმომადგენელი დაკითხა. ამავე კომპანიას ეკუთვნის დაზიანებული მიწის ფართობიც.

დღის ამბები