19 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევის გამო, რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

რუსეთის 13 მოქალაქეს, აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევის გამო, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ამის შესახებ სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მუელერმა, განაცხადა. 

შესაბამისი დოკუმენტი შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

საბრალდებო განაჩენი კოლუმბიის ოლქის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

ბრალდებულთა შორის არის ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმიერ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება.

პრიგოჟინს უკავშირებენ კომპანია ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს – „ტროლების ფაბრიკას“, რომლის თანამშრომლებიც თანხას იღებენ რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი კომენტარების გამოქვეყნებისთვის.

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულა, რომ ამ 13 პირს ადანაშაულებენ: შეთქმულებაში, „თაღლითობის მიზნით საბანკო მაქინაციებისთვის მონაცემთა გადაცემის ელექტრონული საშუალებების გამოყენებაში“, ასევე პერსონალურ მონაცემთა მიტაცებაში. 

საბრალდებო ოქმში დასახელებულია სამი იურიდიული პირი: ინტერნეტ კვლევების სააგენტო, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი კონკორდ მენეჯმენტი და კონსალტინგი და ასევე მასთან დაკავშირებული კონკორდ კეიტერინგი.

დღის ამბები