25 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
ველოდებით ნატოს სამიტს... იმედი გვაქვს, რომ გვექნება გარკვეული პოლიტიკური გზავნილი საქართველოს პერსპექტივაზე - ედგარ რინკევიჩი

მიუნხენი მეორე დღეა, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს. როგორ უნდა დაუპირისპირდეს თანამედროვე მსოფლიო ჰიბრიდულ ომსა და კიბერთავდასხმებს - ეს იქნება დღეს მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი თემები. დღევანდელი დღე დაეთმობა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების სიტყვით გამოსვლებს. 

პარალელურად, მიუნხენში შეხვედრებს განაგრძობს საქართველოს დელეგაციაც. ცოტა ხნის წინ დასრულდა პირისპირ მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს, შორის. მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მიუნხენის კონფერენციის მონაწილეები ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

"ველოდებით ნატოს სამიტს ივლისში. დიდი იმედი გვაქვს, რომ გვექნება გარკვეული პოლიტიკური გზავნილი საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით. რას შეეხება ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს თქვენს ქვეყანას და მომავალშიც გავაგრძელებთ. პირადად მე მარტის შუა რიცხვებში თბილისს ვეწვევი და ველი, რომ ყველა ამ საკითხს ჩემს ქართველ კოლეგებთან და მეგობრებთან განვიხილავ,” - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩიმ.

დღის ამბები