19 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
მექსიკაში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში - 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში იგრძნობოდა. სტიქიამ ყველაზე მეტად ოახაკას რეგიონი დააზარალა. დაზიანდა ათობით შენობა. თუმცა მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ეპიცენტრიდან 350 კილომეტრის დაშორებით, მექსიკის დედაქალაქშიც კი იგრძნობოდა.

სტიქიის ზონაში ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.

პარალელურად, ვერტმფრენმა, რომლითაც მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი და ოახაკას გუბერნატორი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს ათვალიერებდნენ, კატასტროფა განიცადა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები