20 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
როჯერ ფედერერი ისევ მსოფლიოს პირველი ჩოგანია

გვიან ღამით საჩოგბურთო სამყაროსთვის ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. როჯერ ფედერერი კვლავ მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. როტერდამის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელმა რობინ ჰაასე  4:6, 6:1, 6:1 დაამარცხა და განახლებულ რეიტინგში რაფა ნადალს ჩამოიტოვებს.

ფედერერი 2012 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა რეიტინგის სათავეს და ის გახდა ყველაზე ხანდაზმული ჩოგბურთელი, რომელსაც ამისთვის მიუღწევია. როჯერი 36 წლის არის.

როტერდამის ტურნირის ნახევარფინალში ფედერერის მეტოქე ანდრეას სეპი იქნება.

რაფაელ ნადალი კი მეორე პოზიციაზე ჩამოინაცვლებს. ესპანელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო ტრავმა და მას შემდეგ არსად უთამაშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები