25 აპრილი 2024,   16:51
ვრცლად
ოზურგეთში ხანძრის შედეგად ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე ბინა განადგურდა

ოზურგეთში ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარმა საცხოვრებელი ბინა გაანადგურა. კოსტავას ქუჩაზე ცეცხლი მარტოხელა პენსიონერის, დარიკო კვირჩილაძის, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი მთლიანად გაანადგურა.

ხანძრის სავარაუდო მიზეზად გაზის ბალონის აფეთქება სახელდება.

მარტოხელა დარიკო კვირჩილაძე. რომელიც ღია ცის ქვეშ დარჩა, მერიას დახმარებას სთხოვს. 

დღის ამბები