25 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
ზაზა ბაქრაძე არის მატყუარა, ცრუ მოწმე და პროკურატურამ ის დააშანტაჟა - გურამ დონაძე

გურამ დონაძე კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს სიცრუეში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ამბობდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მომხდარიდან 50 წუთის შემდეგ მივიდა, როცა იარაღი ადგილზე უკვე მიტანილი იყო.

გურამ დონაძემ ჟურნალისტებს სატელეფონო ანძის ამონაწერები წარუდგინა, რომელიც, მისივე განცხადებით, ადასტურებს, რომ ადგილზე ბაქრაძე გასროლიდან, დაახლოებით, 6 წუთში მივიდა. შესაბამისად, იარაღი, რომელიც მან ადგილზე ნახა, რეალურად არსებობდა და მტკიცებულებების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.

„ვითომ ის მივიდა 50 წუთში, ვითომ საათნახევარი იყო და მერე დაიდგა კადრები, არის აბსურდის თეატრის ნაწილი და ვწუხვარ, რომ გუშინ რობაქიძე ამირანის ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ მოატყუა ზაზა ბაქრაძემ და ვწუხვარ, რომ ია მეტრეველი იძულებული გახდა, ამ ტყუილის სანაცვლოდ, მისთვის მიეტევებინა ე.წ. ჩადენილი დანაშაული. ზაზა ბაქრაძე არის მატყუარა, ცრუ მოწმე და პროკურატურამ ის დააშანტაჟა და რა ფორმით და როგორ, ეს არის კვლევის საგანი,“ - განაცხადა გურამ დონაძემ. 

დღის ამბები