25 აპრილი 2024,   12:10
ვრცლად
გუდიაშვილის მიედნის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები კახა კალაძემ დაათვალიერა

გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2 წელში  უნდა დასრულდეს.

პროექტის ფარგლებში მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ სახლებს რესტავრაცია ჩაუტარდებათ. 

სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. 

"ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში. თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, რომელიც იქნება რეაბილიტირებული, მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი,“ -განაცხადა კახა კალაძემ. 

კახა კალაძე ვაკის რაიონში, მარაბდის ქუჩაზე, მიმდინარე საგზაო სამუშაოებსაც გაეცნო.

დღის ამბები