16 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლი და უკიდურესი გაჭირვება - ლაფაჩების შემოსავალი მხოლოდ პენსიაა

ოკუპირებულ რეგიონში დარჩენილი რამდენიმე ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სოფელ ერგნეთში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ლაფაჩების შემოსავალი მხოლოდ მოხუცის პენსიაა, ისიც არასრული.

მათი სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა. ამის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი მხოლოდ ერთი ოთახი დარჩა, სადაც 16 წლის მოზარდი, ბაბუასთან ერთად, მარტო ცხოვრობს.

უკიდურესად გაჭირვებულ ლაფაჩებს ზოგჯერ მეზობლები და საოკუპაციო ზოლზე ქართული საგუშაგოს პოლიციელები ეხმარებიან.

სოფელ ერგნეთში ადგილობრივები რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საკუთარ სახლებს არ ტოვებენ, თუმცა, ყოველდღიური სოციალური პრობლემები მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს.  

დღის ამბები