18 აპრილი 2024,   11:44
ვრცლად
ვაშინგტონის ბრალდებებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით ლავროვი "ყბედობას" უწოდებს

ვაშინგტონის ბრალდებებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით სერგეი ლავროვი "ყბედობას" უწოდებს და ამბობს, რომ განცხადებას მანამდე არ გააკეთებს, სანამ ფაქტებს არ დაინახავს.

დონალდ ტრამპის მტკიცებით კი, რუსეთის მოქალაქეებისთვის წაყენებული ბრალდებები მეტყველებს იმაზე, რომ მისი გუნდის წევრებს საარჩევნო კამპანიის პერიოდში არაფერი დაუშავებიათ და არც ფარული გარიგება ჰქონიათ რუსულ მხარესთან.

37-გვერდიანი საბრალდებო ოქმი იუსტიციის სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა. არჩევნებში ჩარევის საქმეზე ბრალი სულ რუსეთის 13 მოქალაქესა და სამ კომპანიას წაუყენეს, მათ შორის ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს, რომელსაც ხშირად პუტინის პირად შეფმზარეულად მოიხსენიებენ.

იუსტიციის სამინისტრო 13-ვე ბრალდებულის შეერთებულ შტატებში ექსტრადირებას მოითხოვს. 

დღის ამბები