25 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
„ორთავე მოგვკლეს“ - დოდო გუგეშაშვილი მომხდარის დეტალებზე პირველად "კურიერთან" საუბრობს

რეანიმაციიდან პალატაში გადაყვანის შემდეგ პირველი დოდო გუგეშაშვილი კურიერს შეხვდა. მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი კამერის წინ ამბობს, რომ მას მკვლელი მიუგზავნეს და მისი შვილი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი კამერის წინ იხსენებს, როგორ გაიცნო ვინმე ზურა, ვინც პირველი შეხვედრიდან 10 თვეში მას ზურგში ესროლა, შვილი კი მოუკლა.

„ემზადებოდა ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზით იმ შედეგისთვისც, რაც დადგა. შედეგი დადგა ის, რომ ორთავე მოგვკლეს და არ ვიცი. რატომ," - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა კურიერთან

პირველივე შეხვედრის შემდეგ ვინმე ზურა დოდო გუგეშაშვილთან ნდობაში შევიდა და მეტი დამაჯერებლობისთვის საერთო ნაცნობები დაუსახელა. გზად კი ინტერესდებოდა, რამდენად ხშირად ჩადიოდა მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი უკრაინაში და რა გავლენები ჰქონდა.

დოდო გუგეშაშვილი როგორც კურიერთან აცხადებს, მან ზურას უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და არც უკრაინაში ბრძოლისთვის არ იღებდა გასამრჯელოს, ქართველი სნაიპერიც უკრაინელ მებრძოლებს უსასყიდლოდ ამზადებდა.

ზურამ დოდო გუგეშაშვილს შესთავაზა, ეპოვა ადამიანები, ვინც უკრაინული ქარვის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაში დაეხმარებოდა.

თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ინტერვიუში ამბობს, რომ საუბარი იყო მაღაზიაში ქარვის ნაკეთობების შეძენაზე. გუგეშაშვილის თქმით, ქარვა არა საქართველოში, არამედ თურქეთში უნდა გაეტანათ.

თავდასხმის დღეს დოდო გუშაშვილი სახლში შვილთან ერთად იყო. ზურა სამზარეულოში ესაუბრებოდა. 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს ამ დროს ეძინა. საუბრის დროს მოულოდნელად დენი გამოირთო.

როგორც დოდო გუგეშაშვილი ინტერვიუში ამბობს, გასროლის წინ ზურა მას ისევ ქარვაზე ესაუბრებოდა. ის ამბობს, რომ მისთვის სროლის შემდეგ ის ზურას სახლიდან გაყვანას ცდილობდა და სადარბაზოში დახმარებას ითხოვდა, თუმცა, ზურა მას არ გაჰყვა და საძინებელში ნოდარ გუგეშაშვილი მოკლა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები