19 აპრილი 2024,   19:39
ვრცლად
გურჯაანთან მდებარე ფერმაში შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

მკვლელობით დასრულდა ურთიერთშელაპარაკება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითთან მდებარე მეცხოველეობის ფერმაში. ფერმის ტერიტორიაზე მყოფ აზერბაიჯანელ მოქალაქეს საკუთარმა ნათესავმა სანადირო თოფიდან მუცლის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში კაზლარში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები