12 დეკემბერი 2018,   21:47
ვრცლად
ეს ბრძოლა არის ორ დაჯგუფებას შორის "TV პირველზე" გავლენის მოსაპოვებლად - ელისო კილაძე

ელისო კილაძე ხელისუფლების მხრიდან მედია გადანაწილების სქემაზე საუბრობს.  გაზეთ ქრონიკა+-ის რედაქტორი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ალექსანდრე ჯეჯელავა მთავრობის ადმინისტრაციაში პიარის ხელმძღვანელად დაინიშნა და ეს ეხებოდა არა მხოლოდ  TV პირველს, არამედ სხვა პატარა ტელევიზიებსაც.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ნერვებს უშლის კრიტიკულად განწყობილი ტელევიზია, რაც არის მასზე ზეწოლის დაწყების მოტივი და გარდა ამისა, მისივე მტკიცებით,  TV პირველს არაოფიციალურად აფინანსებს კახა კალაძე, რითიც შეშფოთებულები არიან ხელისუფლების გარკვეული წრეები.

„ეს ბრძოლა არის ორ დაჯგუფებას შორის TV პირველზე გავლენის მოსაპოვებლად,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ის აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო დამფინანსებლები, რომელთა შორის იყო ბიზნესმენი თემურ უგულავა.

მისი თქმით, თემურ უგულავამ გამოთქვა პრეტენზია, რომ ხელისუფლება მას აფინანსებინებდა ტელევიზიას, რომელიც მას არ აინტერესებდა.

ელისო კილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც TV პირველის ჟურნალისტებმა მოიწვიეს მედიაექსპერტები და შეატყობინეს დიპლომატიურ კორპუსს, ზეწოლა შეწყდა. 

ელისო კილაძე დარწმუნებულია, რომ მედიის კონტროლისთვის ბრძოლას ხელისუფლება გააგრძელებს, რადგან წინ არჩევნებია და მას არ აწყობს კრიტიკულად განწყობილი მედია.

ამავე თემაზე
დღის ამბები